loader

აეროპორტთან ლიანდაგიდან გადავარდნილი 60-ტონიანი ცისტერნებიდან დიზელი იღვრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აეროპორტთან ლიანდაგიდან გადავარდნილი 60-ტონიანი ცისტერნებიდან დიზელი იღვრება

აეროპორტის ხიდის ქვეშ ლიანდაგიდან გადავარდნილი 60-ტონიანი ცისტერნებიდან დიზელის საწვავი იღვრება. სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავარდა. შემთხვევა დილით, დაახლოებით 07:30 საათზე მოხდა. რკინიგზის დაახლოებით 100-მეტრიან მონაკვეთზე ლიანდაგები აყრილია. ლიანდაგებიდან გადავარდა 4 ცისტერნა.

მეხანძრეები და მაშველები ცდილობენ, ცისტერნებში დარჩენილი ნავთობპროდუქტები ამოტუმბონ, რისთვისაც სპეცილური ტექნიკაა მობილიზებული. სავარაუდოდ, იღვრება 240 ტონა ნავთობპროდუქტი.

სატვირთო მატარებლის ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობპროდუქტები "Ncompany"-ს ეკუთვნოდა. საწვავის ტრანსპორტირება ფოთიდან თბილისში ხდებოდა, კერძოდ, აეროპორტის დასახლებაში არსებულ კომპანია "ავიასერვისის" რეზერვუარებში უნდა გადაეტვირთათ ნავთობპროდუქტები. აღნიშნული ბაზა შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს, ამიტომ სატვირთო მატარებელი სარკინგიზო ჩიხში შევიდა, შემდეგ კი უნდა შესულიყო ამ ბაზაზე და სწორედ ამ დროს მოხდა ავარია.

"საქართველოს რკინიგზის" განცხადებით, ავარია სავარაუდოდ, სამუხრუჭე სისტემამ გამოიწვია.