4 წლის გოგონა 17 მეტრიანი ორმოდან ამოიყვანეს
17 მეტრიან ორმოში ჩავარდნილი 4 წლის გოგონა მაშველებმა ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში გადაარჩინეს. იმისათვის, რომ ბავშვს სუნთქვის პრობლემები არ შექმნოდა, მას ჟანგბადი მილით მიაწოდეს და შემდეგ თოკით ამოიყვანეს.