loader

აქცია თბილისის სახანძრო სამსახურთან - რა პრობლემები აქვთ მეხანძრე-მაშველებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აქცია თბილისის სახანძრო სამსახურთან - რა პრობლემები აქვთ მეხანძრე-მაშველებს

საქართველოს პროფესიული გაერთიანების წარმომადგენლებმა თბილისის სახანძრო სამსახურთან საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც თბილისის სახანძრო სამსახურთან მისულმა პროფკავშირების წარმომადგენლებმა განაცხადეს, სახანძრო სამსახურში დასაქმებულების უფლებები ირღვევა დამსაქმებლების მხრიდან. როგორც პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრიამ განაცხადა, სახანძრო სამსახურში არსებობს პრობლემები დაბალ ხელფასებთან, 24-საათიანი მორიგეობის დროს კვების რეჟიმთან და სამედიცინო დაზღვევასთან დაკავშირებით.

როგორც საპროტესტო აქციაზე პროფკავშირების წარმომადგენლებმა განაცხადეს, თუკი ხელმძღვანელობა არ გაითვალისწინებს მათ მოთხოვნებს, საპროტესტო აქციები უფრო ფართომასშტაბიანი გახდება.

თბილისის საგანგებო და გადაუდებელი მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ გიორგაძე პროფკავშირების პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებს. მისი განცხადებით, მეხანძრეები და აღნიშნულ სამსახურში დასაქმებულები ხელფასს დროულად იღებენ. გარდა ამისა, მათ ხელფასები ცოტა ხნის წინ 30%-ით მოემატათ, ივნისის თვიდან კვლავ იგეგმება 10%-ით მომატება.