ნინო ანანიაშვილი 50 წლის იუბილეს "გედების ტბით" აღნიშნავს
თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, 13 აპრილს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი პეტრე ჩაიკოვსკის "გედების ტბას" წარმოადგენს.
13 აპრილის წარმოდგენასთან დაკავშირებით ნინო ანანიაშვილმა და დენის მატვიენკომ პრესკონფერენცია გამართეს. ანანიაშვილი და მატვიენკო შეასრულებენ მთავარ პარტიებს "გედების ტბაში". საბალეტო დასთან ერთად წარმოდგენაში მონაწილეობას მიიღებს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი დავით მუქერიას დირიჟორობით.
დენის მატვიენკოსა და ნინო ანანიაშვილის შემოქმედებითი ურთიერთობა 2012 წელს დაიწყო. მატვიენკო მონაწილეობდა ანანიაშვილის სასცენო მოღვაწეობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო გალაკონცერტში. 13 აპრილის კონცერტი კი ნინო ანანიაშვილის საიუბილეო 50 წლის თარიღს ეძღვნება.
იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია