loader

დედა 11 წლის შვილის პორნოგრაფიული ვიდეო და ფოტოგადაღების ბრალდებით დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დედა 11 წლის შვილის პორნოგრაფიული ვიდეო და ფოტოგადაღების ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტი გახსნა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, 2013 წლის თებერვლიდან  მიმდინარეობდა გამოძიება არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ხასიათის სურათების, ვიდეოჩანაწერებისა და უკანონო დამზადების, გავრცელებისა და გასაღების ფაქტზე.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მსხვერპლი არის საქართველოს მოქალაქე, 11 წლის მცირეწლოვანი გოგონა, რომელსაც ორი წლის განმავლობაში აიძულებდა დედა, მონაწილეობა მიეღო პორნოგრაფიული სურათებისა და ვიდეოების გადაღებაში. მცირეწლოვანის პორნოგრაფიულ მასალებს ეს უკანასკნელი მატერიალური გამორჩენის მიზნით გარკვეული თანხის სანაცვლოდ ყიდდა ქართული წარმოშობის ისრაელის მოქალაქე მამაკაცზე.

"მიმდინარე წლის 8 აპრილს საქართველოში დააკავეს მსხვერპლის დედა, 45 წლის საქართველოს მოქალაქე, ხოლო ისრაელში წარსულში ყაჩაღობისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაქცევისათვის ნასამართლევი 42 წლის ისრაელის მოქალაქე მამაკაცი", - აღნიშნა შს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა.

დაზარალებული 11 წლის გოგონა გადაყვანილია ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის თავშესაფარში. ამჟამად მას რესოციალიზაციის მიზნით გამოცდილი ფსიქოლოგების მიერ უტარდება სარეაბილიტაციო კურსი.

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია