საქართველოში PayPal-ის საგადამხდელო სისტემა ამოქმედდა
საქართველო მსოფლიოს მსხვილი საგადამხდელო სისტემა - PayPal-ის წევრი გახდა, - ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველოს მოსახლეობას დღეიდან საშუალება მიეცემა, პროდუქცია ონლაინ-რეჟიმში, ათასობით ინტერნეტმაღაზიაში შეიძინოს. PayPal-ის მომხმარებლები სასურველი ნივთების შეძენას უსაფრთხოდ, პირადი ფინანსური ინფორმაციის გაცვლის გარეშე შეძლებენ.
ქუმსიშვილის ინფორმაციით, PayPal-ის სისტემაში ჩართულია 109 ქვეყანა, რომელსაც 110-ედ საქართველო დაემატა. "ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენ გავხდით მსოფლიოს მსხვილი საგადამხდელო სისტემის წევრები. PayPal-ით სარგებლობა შეუძლიათ მომხმარებლებს, რომელთაც აქვთ საქართველოს ბანკების მიერ გაცემული "ვიზა" და "მასტერქარდ" ბარათები", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ და განმარტა, რომ PayPal-ის სისტემით სარგებლობა მოქალაქეებს უკვე დღეიდან შეუძლიათ.