loader

გაზეთმა "ლელომ" მე-14 000 ნომრის გამოსვლა აღნიშნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაზეთმა "ლელომ" მე-14 000 ნომრის გამოსვლა აღნიშნა

სპორტულმა გაზეთმა "ლელომ" მე-14 000 ნომრის გამოსვლასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გამართა. ღონისძიებაზე გაზეთის მთავარმა რედაქტორმა და თანამშრომლებმა ისაუბრეს გაზეთის ისტორიაზე; გაიჭრა ტორტიც, რომელიც ლელოს ბურთით იყო მორთული.

როგორც თენგიზ გაჩეჩილაძემ განაცხადა, "ლელოს" მთავარი პრინციპი ქართული სპორტის სამსახურია. "ლელო" არ არის მარტო ინფორმატორი, სტატისტიკოსი ან პროპაგანდისტი, "ლელო" ორგანიზატორიცაა. ჩვენი გაზეთი საქართველოში სპორტულ მოძრაობას აძლევს სტიმულს, ეხმარება მეთოდოლოგიის დაგეგმვაში", - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

გაზეთი "ლელო" 1934 წლის შემდეგ გამოიცემა. თენგიზ გაჩეჩილაძე "ლელოს" მეექვსე რედაქტორია და ის გაზეთს 29 წელია, ხელმძღვანელობს.

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია