FEMEN-ის აქტივისტები ტუნისის პრეზიდენტის წინ გაშიშვლდნენ
სკანდალური მოძრაობა FEMEN-ის წევრები პარიზში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ტუნისის პრეზიდენტს მონსეფა მარზუკის "თავს დაესხნენ". გოგონები პრესისთვის დახურულ პრეზენტაციაზე ჩუმად შეიპარნენ და ტუნისის ლიდერის წინ გაიხადეს. აქტივისტებს სხეულზე შემდეგი სახის წარწერა ამშვენებდათ: "სად არის ამინა?". ამით ფემინისტებს სურდათ მარზუკისთვის შეეხსენებინათ ტუნისელი სტუდენტი ამინა ტაილერი, რომელმაც ინტერნეტში ნახევრადშიშველი ფოტოები გამოფინა. აქტივისტები დაცვამ შენობიდან მალევე გაიყვანა.