ღირსების საკითხია, საზოგადოებამ იცოდეს, რას სჩადის "მაკვარანცხი" პრეზიდენტი - გოგა ხაინდრავა
ღირსების საკითხია, საზოგადოებამ იცოდეს, რას სჩადის მისი "მაკვარანცხი" პრეზიდენტი ხან აქ და ხან იქ, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ "მეცხრე არხის" გადაცემა "მთავარ კითხვაში". ხაინდრავა პრეზიდენტ სააკაშვილის თურქეთში დაშავებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქართული საზოგადოებისთვის ღირსების საკითხი უნდა იყოს იმის გარკვევა, რა დაემართა მისი ქვეყნის პრეზიდენტს უცხოეთში.