5 დაღუპული და 170 დაშავებული - მასშტაბური აფეთქება ტეხასში
ხუთი ადამიანი დაიღუპა, 170 კი დაშავდა ტეხასში, სასუქის ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად. საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელთა ცნობით, 40-მდე მოქალაქე მძიმე მდგომარეობაშია. თვითმხილველების თქმით, აფეთქების შედეგად ცაში ცეცხლის უზარმაზარი ბურთი წარმოიქმნა.
აფეთქება ქალაქ უეიკოსთან ახლოს მდებარე ქარხანაში აშშ-ის დროით 19:50 საათზე მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება. ადგილობრივი ხელისუფლება მსხვერპლის რიცხვის ზრდას არ გამორიცხავს.
აფეთქება ქალაქ უეიკოსთან ახლოს მდებარე ქარხანაში აშშ-ის დროით 19:50 საათზე მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება. ადგილობრივი ხელისუფლება მსხვერპლის რიცხვის ზრდას არ გამორიცხავს.