loader

"ლივერპულის" ფორვარდმა ლუის სუარესმა მეტოქეს ხელზე უკბინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ლივერპულის" ფორვარდმა ლუის სუარესმა მეტოქეს ხელზე უკბინა

"ლივერპულისა" და "ჩელსის" შეხვედრაში, რომელიც 2:2 დასრულდა, მასპინძელთა ფორვარდმა ლუის სუარესმა "ჩელსის" მცველ ბრანისლავ ივანოვიჩს ხელზე უკბინა. სუარესი გაძევებას გადაურჩა, თუმცა ეპიზოდი ტელეკამერებმა დააფიქსირეს. გოლი უკანასკნელ დამატებულ წუთზე გაიტანა.

მოგვიანებით მან საჯაროდ მოუხადა ბოდიში როგორც დაზარალებულს, ისე საფეხბურთო სამყაროს. "ლივერპული" სამხრეთამერიკელს ფინანსურად დასჯის, ამ თანხას კი ლუის სუარესი ჰილსბოროს ტრაგედიის ფონდში გადარიცხავს.

ამასობაში ბრიტანეთის პოლიციამ აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ივანოვიჩი დაკითხა. არაოფიციალური ცნობით, ის სუარესს სასამართლოში არ უჩივლებს.

www.sportall.ge