სულ უკან სვლა დაუშვებელია, ჩვენ უნდა ვიაროთ წინ - ილია მეორე
სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები დასაშვებია, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს უკან ჩვენი ერი, ჩვენი სამშობლოა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ახალგაზრდულ ცენტრში, ახალგაზრდული პარლამენტის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
პატრიარქმა მიმართა ახალგაზრდა პარლამენტარებს, რომ უნდა ისწავლონ ერთმანეთის მოსმენა, რადგან ყველაზე დიდი ნაკლი, რაც ქართველებს გვაქვს, არის ის, რომ ჩვენი ნათქვამი ერთადერთ ჭეშმარიტებად მიგვაჩნია და სხვებს არ ვუსმენთ.
უწმინდესმა უსურვა ახალგაზრდებს მშვიდობა, სიყვარული, სიხარული და თავმდაბლობა, რადგანაც, პატრიარქის თქმით, უფალი თავმდაბალთ მიანიჭებს მადლს.
ილია მეორემ ახალგაზრდა პარლამენტარებს საჩუქრად მაცხოვრის ხატი და ღვთისმშობლის გამოსახულებიანი მედალიონები გადასცა.