loader

სოხუმის უნივერსიტეტმა ილია მეორეს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოხუმის უნივერსიტეტმა ილია მეორეს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა

სოხუმის უნივერსიტეტმა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. პატრიარქს საპატიო დოქტორის დამადასტურებელი სიგელი სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა ჯონი აფაქიძემ გადასცა. უწმინდესს უნივერსიტეტის მედალი სოხუმის უნივერსიტეტის წინაშე გაწეული წვლილისათვის გადაეცა; ასევე, მღვდელმთავრის პანაღეა, რომლის შეძენაში, ჯონი აფაქიძის თქმით, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა მიიღეს მონაწილეობა.

უნივერსიტეტში შეკრებილ საზოგადოებას კათალიკოს-პატრიარქმა მიმართა და ყურადღება გაამახვილა სულიერებისა და განათლების შერწყმის აუცილებლობაზე. პატრიარქმა აღნიშნა, რომ საქართველოში მეცნიერი უნდა იყოს დაფასებული და მათთვის სათანადო პირობები უნდა შეიქმნას. უწმინდესმა აღნიშნა, რომ ხშირად ახალგაზრდები პრაგმატულად ფიქრობენ და არ ირჩევენ ზუსტ მეცნიერებებს, როგორიცაა მათემატიკა ან სხვა საგნები. უწმინდესი მიიჩნევს, რომ საქართველო ვერ იქნება თავის სიმაღლეზე, თუ მეცნიერება არ განვითარდება.

უნივერსიტეტში შექმნილმა სტუდენტურმა ჯგუფმა პატრიარქს ხალხური სიმღერები და საგალობლები უმღერა.