loader

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ქალბატონმა თავის დაწვა სცადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ქალბატონმა თავის დაწვა სცადა

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მოშიმშილე ირინა მღვდელაძემ თვითმკვლელობა სცადა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს. ქალბატონმა კამერების წინ სხეულზე ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა, თუმცა ამის საშუალება საპატრულო პოლიციამ არ მისცა. მისი მოთხოვნაა გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი სესხის მიღება.

ირინე მღვდელაძე რამდენიმე ადამიანთან ერთად ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრის წინ 28-ე დღეა, რაც შიმშილობს. როგორც ქალბატონი აცხადებს, 28-ე დღეა, რაც შიმშილობენ, ხოლო მესამე დღეა, წყალიც აღარ დაულევიათ.