ჟიურის მობეზრდა, მაგრამ კონკურსანტი სცენიდან არ გადის
ბრიტანული "ნიჭიერის" შესარჩევ ტურებზე არაერთი უცნაური კონკურსანტი წარსდგა ჟიურის წინაშე. მათ შორის იყო 50 წლის ლინდა ჰიუიტი, რომელმაც სცენაზე გორგოლაჭებით სრიალი გადაწყვიტა. ჟიური მისი "ნიჭით" ვერ მოიხიბლა და ოთხივე წევრმა თავიდანვე დააჭირა წითელ ღილაკს ხელი, მაგრამ ლინდამ სცენის დატოვება არ ისურვა და გორგოლაჭებით სრიალი "უსასრულობამდე" განაგრძო.