loader

თვითნებურად შესახლებულებმა ბათუმის მერიაში შეჭრა სცადეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თვითნებურად შესახლებულებმა ბათუმის მერიაში შეჭრა სცადეს

ხელვაჩაურში ყოფილი 53-ე და 25-ე ბატალიონში შესახლებულებმა, ასევე, იპოთეკური და საბანკო დავალიანების მქონე მოსახლეობამ ბათუმის მერიაში შეჭრა სცადა. მოსახლეობასა და შენობის დაცვის სამსახურს შორის შეხლა-შემოხლა მცირე ხანს გაგრძელდა, რის შემდეგაც მოსახლეობას ბათუმის მერი გაესაუბრა.

მოსახლეობა ყოფილი 53-ე და 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე ფიცრულის ტიპის ნაგებობების დანგრევას აპროტესტებს და მერიას სთხოვს, სანამ სპეციალური კომისია შეისწავლის საკითხს, მანამდე საშუალება ჰქონდეთ იცხოვრონ აღნიშნულ ტერიტორიებზე. 

როგორც ბათუმის მერმა, ჯემალ ანანიძემ აღნიშნა, იპოთეკური სესხების შემთხვევაში მერია დახმარებას ვერ გასცემს, ხოლო რაც შეეხება ტერიტორიიდან გასახლებას, როგორც ანანიძემ განმარტა, "რადგან ტერიტორია ბათუმის საზღვრებშია, მერია ვალდებული იყო, ნებისმიერი უკანონო მიშენების შემთხვევაში შეტყობინება გაეგზავნა იმ მესაკუთრისთვის, ვინც მიწას ფლობდა. რადგან მიწას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო განაგებს, მათ გავაგებინეთ", - აღნიშნა ჯემალ ანანიძემ.

თვითნებურად შესახლებულები ბათუმში პერმანენტულ აქციებს რამდენიმე თვეა მართავენ.