03.05.2013. სოჭის ოლიმპიადაში საქართველო მონაწილეობას მიიღებს, სპორტი და პოლიტიკა - ნათია ოსანაძის სიუჟეტი
ოლიმპიური კომიტეტის სესიამ გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირა. მათ შორის იყვნენ ოლიმპიური ჩემპიონები, კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის წევრები და ზამთრის სახეობების ფედერაციების ხელმძღვანელები. სესიის მონაწილეების მხრიდან გამოითქვა ცალსახა პოზიცია, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს. ზამთრის ოლიმპიური თამაშები 7-23 თებერვალს გაიმართება - ნათია ოსანაძის სიუჟეტი