loader

გასაბერი იხვის მორიგი გაჩერება - ჰონგკონგი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გასაბერი იხვის მორიგი გაჩერება - ჰონგკონგი

ჰონგკონგის ცნობილ ნავსადგურში ექვსსართულიანი რეზინის გასაბერი იხვი დაცურავს. იხვის შემქმნელის, ჰოლანდიელი არტისტის ფლორენტინ ჰოფმანის აზრით, 19 მეტრის სიმაღლის სათამაშო, რომელიც დედოფალ ვიქტორიას სახელობის ყურეში დაცურავს, მაყურებელი სტრესისგან თავისუფალ ბავშვობაში გადაჰყავს და ადამიანებს ერთმანეთთან დაახლოვებაშიც ეხმარება.

"ჩვენ, ყველანი, ერთ პლანეტაზე ვცხოვრობთ, ერთი ოჯახი ვართ და პლანეტის ყველა ზღვა და ოკეანე ერთი დიდი აბაზანაა," - ამბობს ჰოფმანი.

იხვის ყურეში გაშვების დღეს ჰონგკონგის ნავსადგურში უამრავი ადამიანი შეიკრიბა. პოლიციის ნავებით გარშემორტყმული მათი ბავშვობის სათამაშო კი მშვიდად დაცურავდა "საერთო აბაზანაში".
ჰონგკონგი ჰოფმანის იხვის დებიუტი არ ყოფილა. ის 2007 წლიდან სხვადასხვა ქვეყნების ზღვებში დაცურავს.


გიგანტური იხვი ახლა უკვე სიდნეის ნავსადგურშია

გაიღიმეთ - გიგანტური იხვი მდინარე ტემზაზე