loader

კაბებში გამოწყობილი მამაკაცების დაცინვა ჟიურის სანანებელი გაუხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კაბებში გამოწყობილი მამაკაცების დაცინვა ჟიურის სანანებელი გაუხდა

ბრიტანეთში მიმდინარე "ნიჭიერის" შესარჩევ ტურებზე ჟიურის წინაშე საკმაოდ უცნაური დუეტი წარსდგა - ქალის ტანსაცმელში გამოწყობილი მამაკაცები, 29 წლის სტიუარტი და 48 წლის მარკი. მათი დანახვისას დარბაზს სიცილი აუტყდა. არც ჟიურის წევრებმა დააკლეს უჩვეულო დუეტს და დამცინავი სახეებით უსურვეს წარმატება. თუმცა, როდესაც წყვილმა ედიტ პიაფის La vie en rose-ის შესრულება დაიწყო, დარბაზის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. ჟიურის პირველი რეაქცია სანანებელი გაუხდა, თუმცა შეცდომა სწრაფად გამოასწორა და მომღერლები მორიგ ტურში გადაიყვანა.