მიხეილ სააკაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი ბაქოში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა. მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირისპირ შეხვედრისას პირველმა პირებმა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
მიხეილ სააკაშვილმა და ილჰამ ალიევმა იმ პროექტებზე გაამახვილეს ყურადღება, რომლებსაც ქართული და აზერბაიჯანული მხარეები ერთობლივად ახორციელებენ. კერძოდ, პრეზიდენტებმა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობის საკითხებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ამ სარკინიგზო მაგისტრალს ორივე ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.