"დაუფასებელი" ვეტერანების ზეიმი - ფაშიზმზე გამარჯვების 68-ე წლისთავი ვაკის პარკში
ფაშიზმზე გამარჯვების 68-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები შეიკრიბნენ. ომის ერთ-ერთმა ვეტერანმა დავით დემეტრაშვილმა "პალიტრა ტვ"-სთან საუბრისას განაცხადა, რომ იმ ქვეყნების ვეტერანებს შორის, რომლებიც ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ, ქართველი ვეტერანი ყველაზე დაუფასებელია. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ომის ვეტერანების პენსია 700 დოლარია, საქართველოში კი ეს თანხა მხოლოდ 169 ლარს შეადგენს.
უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თავდაცვის მინისტრმა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა ვაკის პარკში შეკრებილი საზოგადოებისადმი მიმართვისას განაცხადა, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებმა ღირსეულად და ადამიანურად განაგრძონ ცხოვრება.
ავტორები: ანა მარშანია, ლელა ბაღდავაძე