loader

"კოკაინი" ამანათით გამოგზავნილ ფეხსაცმელში - შსს-მ ნარკოდანაშაული გახსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კოკაინი" ამანათით გამოგზავნილ ფეხსაცმელში - შსს-მ ნარკოდანაშაული გახსნა

თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული ალექსანდრე შ. ნარკოდანაშაულისთვის ცოტნე დადიანის ქუჩაზე, საქართველოს ფოსტის ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 3,864 გრ "ბუპრენორფინი" და 0,1166 გრ "კოკაინი" ამოიღეს. ალექსანდრე შ-ს საფრანგეთიდან ამანათით ფეხსაცმელი გამოუგზავნეს, რომელშიც ნარკოტიკები იყო დამალული.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).