loader

რელსებზე ჩავარდნილი მამაკაცი ახალგაზრდა მედდამ სიკვდილისგან იხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რელსებზე ჩავარდნილი მამაკაცი ახალგაზრდა მედდამ სიკვდილისგან იხსნა

ავსტრალიელი პრაქტიკანტი მედდა უსახელო გმირი გახდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ მეტროსადგურზე რელსებზე ჩავარდნილი მამაკაცი სიკვდილისგან იხსნა. დრამატული კადრები სათვალთვალო კამერამ გადაიღო.

56 წლის მამაკაცი, რომელიც პლატფორმიდან ჩავარდა, სავარაუდოდ, ნასვამი იყო. ვიდრე სადგურზე მყოფი სხვა მგზავრები გონს მოვიდოდნენ, ახალგაზრდა მედდა რელსებზე გადახტა და მგზავრი ამოიყვანა. როგორც მეტროპოლიტენის თანამშრომელი ჯილ ლიტენი იხსენებს, ბაქანზე მდგარი მგზავრები დაიბნენ, გოგონა კი, რომლის ვინაობაც არავინ იცის, უშიშრად ჩახტა ლიანდაგზე და მამაკაცი სამშვიდობოს გამოიყვანა.