სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობაზე ფიქრობს
სალომე ზურაბიშვილმა, საპრეზიდენტო არჩევნებში, შესაძლოა, კენჭი დამოუკიდებელ კანდიდატად იყაროს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა მისი წინაპრის, ნიკო ნიკოლაძის ძეგლთან გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების შედეგი მისთვის და მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა, საპრეზიდენტო არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ხალხის მხარდაჭერის შემთხვევაში, იგი საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობაზე იფიქრებს.