loader

პოლ მაკარტნის კონცერტის დროს კალიები შეესივნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლ მაკარტნის კონცერტის დროს კალიები შეესივნენ

სერ პოლ მაკარტნის ბრაზილიაში, 50-ათასიანი აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას, სცენაზე კალიები შეესივნენ. 3-საათიანი კონცერტის დროს მწერები მყუდროდ მოკალათდნენ სცენასა და როიალზე, რამდენიმე მათგანმა კი მოგვიანებით 70 წლის ლივერპულელი "ხოჭოს" პერანგზე გადაინაცვლა. მუსიკოსი იუმორით შეხვდა თავდამსხმელებს და ერთ-ერთ მათგანს "დაუმეგობრდა" კიდეც. მხარზე დასკუპებულ კალიას სერ მაკარტნიმ ჰაროლდი უწოდა და შეკრებილ თაყვანისმცემლებს გააცნო.