მსოფლიოს საქველმოქმედო ფონდის მიერ ორგანიზებულ მარათონს თბილისიც უმასპინძლებს
მსოფლიო საქველმოქმედო ფონდის მიერ ორგანიზებული მარათონი მსოფლიოს 120 ქალაქში ტარდება და ბავშვების დახმარებას ისახავს მიზნად. საქველმოქმედო ღონისძიებას 27 ივნისს თბილისში "ბუდა ბარი" უმასპინძლებს.
როგორც ჟურნალისტებს პროექტის წარმომადგენელმა საქართველოში სანდრო კაკულიამ განუცხადა, პროექტი ბავშვთა საქველმოქმედო დაწესებულებების ხელშეწყობასა და მათ ფინანსურ დახმარებას ისახავს მიზნად. აღნიშნულ ღონისძიებას, მსოფლიოს მასშტაბით, ათობით ათასი კომპანია გაუწევს სპონსორობას. მათ შორის არიან საქართველოში მოქმედი კომპანიები.
გლობალ-ფართი 25 ივნისს, გრინვიჩის დროით 19:00 საათზე ლონდონში ოფიციალური ლანჩით გაიხსნება და 29 ივნისს ლოს-ანჟელესში გამართული ღონისძიებით დასრულდება. პროექტი მსოფლიოს 360 გრადუსით შემოუვლის და აღნიშნული დღეების განმავლობაში ას უდიდეს ქალაქში სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება.
იხილეთ ინგლისური ვერსია