loader

პროკურატურამ შპს "რუსთავმეტალის" უკანონო შემოსავლების დანაშაულებრივი სქემა გახსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროკურატურამ შპს "რუსთავმეტალის" უკანონო შემოსავლების დანაშაულებრივი სქემა გახსნა

შპს "რუსთავმეტალის" მიერ მიღებული უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის დანაშაულებრივი სქემა გახსნილია. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ განაცხადა, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აგრძელებს ინტენსიურ გამოძიებას ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მათთან დაკავშირებულ პირთა მიერ ორგანიზებული კორუფციის გამოვლენის მიზნით.

მათივე ცნობით, საწარმოს წარმომადგენელთა მიერ საგარეო ეკონომიკური ოპერაციების დროს მიღებული მოგების დამალვის მიზნით, ყალიბდებოდა ექსპორტის ამსახველი დოკუმენტები, ნამატი უკანონო შემოსავლები ირიცხებოდა მათ მიერ კონტროლირებადი ერთ-ერთი ოფშორული კომპანიის ანგარიშზე და შპს "რუსთავმეტალს" უბრუნდებოდა ფიქციური ხელშეკრულების საფუძველზე, როგორც სესხის სახით მიღებული თანხა.

მათივე ინფორმაციით, მითითებული თანამდებობის პირების ვინაობა მოკვლეული იქნება უახლოეს მომავალში ყაზახეთიდან და სხვა ქვეყნებიდან საქართველოს პროკურატურის მიერ გაგზავნილი სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობებზე პასუხის მიღების შემდეგ. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.