loader

ირაკლი ეზუგბაიას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ეზუგბაიას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "საქართველოს რკინიგზის" ყოფილ გენერალურ დირექტორს, ირაკლი ეზუგბაიას წინასაწარი ორთვიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. არსებული ინფორმაციით, ირაკლი ეზუგბაია ამჟამად უცხოეთში ერთ-ერთი სასწავლო პროგრამით იმყოფება.

რაც შეეხება "საქართველოს რკინიგზის" სხვა დაკავებულ თანამშრომლებს, ისინი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ. ადვოკატ გოგიტა გაბაიძის განცხადებით, ბრალდებამ ვერ დაასაბუთა, რატომ მოითხოვა პატიმრობა და აქედან გამომდინარე, რამდენიმე პირი გათავისუფლდა.
მისივე თქმით, ირაკლი ეზუგბაიას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა იმიტომ შეეფარდა, რომ ის არ გამოცხადებულა სასამართლოზე.