loader

"რკინის კაცების" მატჩი - ჩემპიონთა ლიგის ფინალის საინტერესო პრომო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რკინის კაცების" მატჩი - ჩემპიონთა ლიგის ფინალის საინტერესო პრომო

25 მაისს 2012/13 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება. "უემბლიზე" ერთმანეთს ორი გერმანული გუნდი დაუპირისპირდება. დორტმუნდის "ბორუსიას" მეტოქე ფინალში მიუნხენის "ბაიერნი" იქნება.

"ტიტანების ბრძოლის" მოლოდინში ინტერნეტში გავრცელდა ფინალის პრომორგოლი, რომელიც ძალიან ორიგინალურია: გუნდების წარმომადგენლები მარკო როისი და ფრანკ რიბერი ცნობილი ფილმიდან, Iron Man-იდან "რკინის კაცებს" ასახიერებენ. ვიდეორგოლს  ფონად გერმანული როკ-ბენდის, Rammstein-ის ჰიტი Ich Will გასდევს.

www.sportall.ge