ადვოკატი: "ვანო მერაბიშვილი ბრძოლის ხასიათზეა"
ვანო მერაბიშვილი თავს კარგად გრძნობს და ბრძოლის ხასიათზეა, - ამის შესახებ მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა ჟურნალისტებს მისი მონახულების შემდეგ განუცხადა. ჩივიაშვილის თქმით, ვანო მერაბიშვილი დარწმუნებულია, რომ თავის უდანაშაულობას დაამტკიცებს.
მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილთან საუბარი შეეხო იმ შუამდგომლობას, რომლის მიხედვითაც, დაცვის მხარე აპირებს, გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ვანო მერაბიშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილსა და ვანო მერაბიშვილს შორის საუბარი დაახლოებით 35 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ვანო მერაბიშვილი, რომელსაც 22 მაისს შეეფარდა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა, სასჯელაღსრულების #9, ე.წ. მატროსოვის დაწესებულებაში არის გადაყვანილი.