23.05.2013. შემზარავი ფაქტი რუსთავში, მამამ ერთი თვის ჩვილი ფანჯრიდან გადააგდო - ანა მარშანიას სიუჟეტი
შსს-მ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. უწყების ინფორმაციით, ფსიქიკურად დაავადებულმა მამაკაცმა საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის ფანჯრიდან ერთი თვის შვილი გადააგდო. ჩვილი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც გაირკვა, გარდაცვლილი ჩვილის დედაც ფსიქიკურად დაავადებულია. გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით არის დაწყებული - ანა მარშანიას სიუჟეტი.