loader

რუსთავში შვილმა დედ-მამა დანით დახოცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთავში შვილმა დედ-მამა დანით დახოცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა რუსთავში, ახმეტელის ქუჩაზე, 1976 წელს დაბადებული ბადრი შ. დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

დაკავებულმა 23 მაისს, დაახლოებით 18:30 საათზე, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ურთიერთშელაპარაკებისას საკუთარი მშობლები - 1942 წელს დაბადებული თამარ ქ. და 1940 წელს დაბადებული ანზორ მ. დანით სასიკვდილოდ დაჭრა. მრავლობითი ჭრილობების შედეგად ცოლ-ქმარი ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება დაწყებულია დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე (სსსკ-ის 109-ე მუხლის "ა" პუნქტით, რაც 10-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.

შემზარავი მკვლელობა რუსთავში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევიდან რამდენიმე საათში მოხდა. ამავე დღეს ფსიქი
ურად დაავადებულმა მამაკაცმა რუსთავის მე-17 მიკრორაიონში ახალშობილი შვილი მეორე სართულიდან გადმოაგდო.