სიდნეი სქელი ნისლით დაიფარა
ავსტრალიის ქალაქი სიდნეი რამდენიმე საათით სქელი ნისლის ღრუბელში გაეხვა. ქალაქის მცხოვრებლებს ხედვა რამდენიმე მეტრშიც კი უჭირდათ. ამინდის გაუარესების გამო გადაიდო ფრენების დიდი ნაწილი, ხოლო ავსტრალიელებს სამსახურში მოსახვედრად დიდი დრო და მიწისქვეშა ტრანსპორტი დასჭირდათ.