loader

ახალაიას პროცესზე მოწმეს ხელისგულზე "შპარგალკა" უპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალაიას პროცესზე მოწმეს ხელისგულზე "შპარგალკა" უპოვეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, ბრალდების მოწმე სიმონ ქარჩაიძეს სასამართლო სხდომაზე "შპარგალკის" გამოყენებაში ამხელს.

"მოწმე ქარჩაიძეს ააწევინეს მარცხენა ხელის გული, სადაც დაწერილი ჰქონდა შპარგალკა! ეს სიმონ ქარჩაიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი იყო მაშინაც და ახლაც არის. ეს არის ის პიროვნება, რომელმაც გენერალი ჯანაშვილის დავალებით, ე.წ. დაზარალებულები გაუშვა რეაბილიტაციის კურსზე ანტალიაში.

სასამართლოზე ატყდა ერთი ამბავი!!!!! მოსამართლე დაგვემუქრა სხდომის დახურვით! ქარჩაიძე არის პოლკოვნიკი, სპეცნაზის შტაბის უფროსი, რომელიც სასამართლოზე დაკითხვის დროს ხელის გულზე იხედებოდა, რაც შეამჩნიეს ადვოკატებმა და ააწევინეს ხელი. ამ დროს წამოხტა პროკურორი და თქვა, რომ ეს არის სხვის პირად ცხოვრებაში ჩარევა...", - წერს ნადარეიშვილი.

იხილეთ ვიდეო ინგლისურად

იხილეთ სრულად ambebi.ge-ზე