loader

ჰიტ ლეჯერის მამამ შვილის დღიური გამოაქვეყნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჰიტ ლეჯერის მამამ შვილის დღიური გამოაქვეყნა

ჰიტ ლეჯერმა ოსკარის ჯილდო ჯოკერის როლის შესრულებისთვის მიიღო. ბევრი კრიტიკოსის აზრით, ჯოკერი გარდაცვლილი მსახიობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი იყო. როლი, რომელშიც მსახიობმა მთელი სული და გული ჩადო. როგორც გაირკვა, მსახიობი დღიურს აწარმოებდა, რომელსაც ლეჯერი ჯოკერის სახელით წერდა, რათა შეძლებოდა სამყაროსთვის ჯოკერის თვალებით ეყურებინა. მსახიობის მამამ სწორედ ეს დღიური გახადა საჯარო გადაცემაში "Too young, To Die".

"რათა სრულიად გაეთავისებინა როლი, იგი რამდენიმე კვირით სასტუმროს ნომერში იკეტებოდა. მას ყოველთვის მოსწონდა პერსონაჟის ხასიათში შეჭრა, მაგრამ ამჯერად მან ეს პროცესი სხვა დონეზე აიყვანა", - განაცხადა მამამ.