ინდოეთში პოლიციამ საპროტესტო აქციის დასაშლელად იასამნისფერი წყლის ჭავლი გამოიყენა
ინდოეთში ქაშმირის შტატის პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების გასაფანტად იასამნისფერი წყლის ჭავლი გამოიყენა. აქციას ადგილობრივი მუშები აწყობდნენ. ასობით მუშა ქალაქ სრინაგარში ადმინისტრაციის შენობასთან მივიდა და შიგნით შეჭრა სცადა. ხალხი ხელფასის რეგულარულად გადახდას, მუდმივი კონტრაქტების დადებას და საპენსიო ასაკის გაზრდას ითხოვდა.