loader

უშიშროების საბჭო არის ფორმატი, სადაც პიროვნულზე ზემოთ ქვეყნის ინტერესები დგას - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უშიშროების საბჭო არის ფორმატი, სადაც პიროვნულზე ზემოთ ქვეყნის ინტერესები დგას - მიხეილ სააკაშვილი

უშიშროების საბჭო არის ფორმატი, სადაც ყველანი უნდა დავდგეთ პიროვნული ემოციების, ანტიპათიებისა და დაპირისპირების ზემოთ, რადგან საქმე ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ შემდეგი შეხვედრები უფრო წარმომადგენლობითი იქნება, რადგან პიროვნულზე მაღლა ქვეყანა და მისი ინტერესები დგას. პრეზიდენტის შეფასებით, დახურულ კარს მიღმა ბევრი საკითხი ბევრად უფრო ადვილად წყდება. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ასე უნდა იყოს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში.

უშიშროების საბჭოს სხდომა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 18:00 საათზე დაიწყო. სხდომას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არ ესწრება.