loader

ამერიკელი ქალი "სისხლიანი კოცნის" შემდეგ ვამპირი გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამერიკელი ქალი "სისხლიანი კოცნის" შემდეგ ვამპირი გახდა

პენსილვანიის შტატის მკვიდრი ჯულია კეპლსი თანამედროვე ვამპირია - 30 წელია, სილამაზისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად თვეში 2 ლ ადამიანის დონორულ სისხლს სვამს. 45 წლის ჯულიას ორი შვილი და მეუღლე ჰყავს.

კეპლსმა სისხლს გემო პირველად 15 წლის ასაკში გაუსინჯა, როდესაც "ბოიფრენდს" შემთხვევით უკბინა. "სისხლიანი კოცნის" შემდეგ გოგონას წითელი სითხის მიმართ ნამდვილი ლტოლვა გაუჩნდა, მოგვიანებით კი ჩვევა დამოკიდებულებად ექცა.

ახლა კეპლსი იძულებულია, დონორის სისხლი დალიოს, რათა თავი კარგად იგრძნოს. მისი თქმით, თუ სისხლს დიდი ხნის განმავლობაში არ სვამს, ეს მის განწყობაზე უარყოფითად აისახება, ხოლო მისი სილამაზე ჭკნობას იწყებს.

ამერიკელი დარწმუნებულია, რომ მისი ცხოვრება ვამპირიზმთან არის დაკავშირებული. მომავალი მეუღლე, დონალდ ლაზაროვიჩი სწორედ ვამპირებისა და ადამიანის სისხლის მიმართ საერთო ინტერესების წყალობით გაიცნო. მათი ქორწინებაც შესაბამისი იყო: სახლი გოთიკურ სტილში, საზეიმო კუბოებით იყო მორთული.

ჯულიას მეუღლის თქმით, რომელმაც "ვამპირიზმზე" ცოტა ხნის წინ თავად თქვა უარი, 11 წლის ალექსიმ და 24 წლის არიელმა დედის მისწრაფების შესახებ იციან, თუმცა საწინააღმდეგო არაფერი აქვთ.

იხილეთ: ფუტკრის ნაკბენის შედეგად მამაკაცი ქალად გადაიქცა

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე