"ჩიტი-ჩიორამ ხომ არ უნდა შეგვჭამოს?!" - ზაზა პაპუაშვილი ჩიორა თაქთაქიშვილს ერჩის
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომამ ინციდენტის ფონზე ჩაიარა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი სხდომაზე სიტყვიერად დაუპირისპირდა უმცირესობის წევრ ჩიორა თაქთაქიშვილს, თუმცა დაპირისპირება არა საკომიტეტო განხილვის თემამ, არამედ ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია.
პაპუაშვილს სიტყვით გამოსვლისას მიკროფონის ჩართვა დაავიწყდა, რაზეც თაქთაქიშვილისგან შენიშვნა მიიღო. "მე თქვენთან დიალოგში არ შემოვდივარ, ხომ არ უნდა შეგვჭამოს ჩიტი-ჩიორამ?! კატეგორიულად ვეუბნები, ნუ მომმართავს" - გააღიზიანა შენიშვნამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი. ჩიორა თაქთაქიშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართა და მოითხოვა, რომ დეპუტატს მისი შეურაცხყოფისთვის შესაბამისი სანქცია დაეკისროს.
შეგახსენებთ, ეს დეპუტატებს შორის პირველი დაპირისპირების შემთხვევა არაა. წინა საკომიტეტო მოსმენაზე ზაზა პაპუაშვილმა ჩიორა თაქთაქიშვილს განუცხადა, რომ "არ იცნობს".