"ამათაც საძინებელში ილოცონ?" - აქცია მუსლიმების ლოცვის უფლებისთვის
მუსლიმებისთვის ლოცვაში ხელის შეშლის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. მეიდანზე შეკრებილებმა სამთაწყაროში მუსლიმებისთვის ლოცვაში ხელის შეშლის ფაქტები გააპროტესტეს და ხელისუფლებას მოუწოდეს ამ ადამიანების რწმენის თავისუფლების დაცვისკენ.
აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ტრანსფარანტები წარწერებით - "ყველა რელიგია თანასწორია", "ყველას აქვს ლოცვის უფლება", "ვილოცოთ მშვიდობისთვის", "ვინ გაზომა სულიერება?" "ამათაც საძინებელში ილოცონ?"
მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა მსვლელობით გადაინაცვლეს მეჩეთისკენ. მას შემდეგ კი, რაც აქციაზე ითქვა, რომ სამთაწყაროში მუსლიმებმა ლოცვა შეძლეს და მათთან ერთად რეინტეგრაციის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი იმყოფებოდა, აქციის მონაწილეები დაიშალნენ.