loader

საზოგადოებას წერა-კითხვის კულტურა აკლია - ილია მეორე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საზოგადოებას წერა-კითხვის კულტურა აკლია - ილია მეორე

10 უმაღლესი სასწავლებელიც რომ დაამთვაროს ადამიანმა, თუ წიგნის კითხვა არ იცის და არ უნდა, ეს სასწავლებლები ვერაფერს მოუტანს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, წიგნს ძალიან დიდი ძალა აქვს და ადამიანმა ის არ უნდა დაივიწყოს. 

პატრიარქის თქმით, საზოგადოებას წერა-კითხვის კულტურა აკლია და არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი უმაღლესს ამთავრებს, თუმცა არ იცის, სად დასვას სასვენი ნიშნები ან როგორ გამოიყენოს ციტატა.