loader

რა იპოვა შსს-მ სამეგრელოში მდებარე მიწისქვეშა სამალავებში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა იპოვა შსს-მ სამეგრელოში მდებარე მიწისქვეშა სამალავებში

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში მდებარე მიწისქვეშა სამალავებში ფეთქებადი ნივთიერებები, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები, ასევე, ადამიანების წამებისა და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ამსახველი ვიდეოფირები, წინა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი პირების მონაცემების შემცველი არქივი აღმოაჩინა.

ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა ბრიფინგი გამართა.

ჩხრეკისას ამოღებულია წინა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი იმ პირების ფოტოსურათებისა და პირადი მონაცემების შემცველი არქივი, რომელთა დაპატიმრებაც იგეგმებოდა სხვადასხვა გაყალბებული და ფალსიფიცირებული ბრალდებით, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვების შემთხვევაში.


გიორგობიანის განცხადებით, სამალავებში ასევე ნაპოვნი იქნა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ადამიანების სასტიკი წამების, მათზე სექსუალური ძალადობის განხორციელების, ცემის, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ამსახველი არაერთი ვიდეოფირი.

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია