დამანგრეველი წყალდიდობა ინდოეთში სახლებს "ყლაპავს"
ინდოეთის ჩრდილოეთ შტატში მუსონური წვიმებით გამოწვეულმა წყალდიდობამ და მეწყერმა ოცდახუთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 50 დაკარგულად ითვლება. ადიდებულმა მდინარეებმა რამდენიმე ოლქში სახლები წაიღო. მეტეოროლოგების ცნობით, წვიმა კიდევ ორ დღეს გასტანს.