დუმილი და განმარტოება - საპროტესტო აქციის ახალი ფორმა სტამბოლში
სტამბოლის ტაქსიმის მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებმა პროტესტის ახალ ფორმას მიმართეს - დუმილს და განმარტოებას; მას შემდეგ, რაც მოედანი პოლიციამ დაიკავა და ხალხს შესვლა აუკრძალა, დემონსტრანტები იქ მაინც მივიდნენ. ისინი სათითაოდ გავიდნენ მოედანზე და მდუმარედ, ერთმანეთისგან მოშორებით დადგნენ.