ფანტასტიკური დომინოს ეფექტი ამერიკულ "ნიჭიერში"
ამერიკული "ნიჭიერის" მე-8 სეზონის შესარჩევ ტურებზე, ჟიურის წინაშე 19 წლის სტუდენტი სტივ სპრაისი წარსდგა. სპრაისის ნომრის სანახავად ჟიურის წევრებმა და მაყურებლებმა დარბაზიდან შენობის ფოიეში გადაინაცვლეს, სადაც მათ კონკურსანტის ნახელავი იხილეს. სპრაისმა შთამბეჭდავი დომინოს ეფექტი კარებში გოლის გატანით დააგვირგვინა. ჟიურიმ ახალგაზრდა გამომგონებელი მომდევნო ტურში გადაიყვანა.