loader

დეპუტატი ქალების ხელჩართული ჩხუბი ტაივანის პარლამენტში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დეპუტატი ქალების ხელჩართული ჩხუბი ტაივანის პარლამენტში

ტაივანის პარლამენტის სხდომა ხელჩართული ჩხუბით დასრულდა. ჩხუბში განსაკუთრებით დეპუტატი ქალები აქტიურობდნენ, რომლებიც ერთმანეთს თმაში სწვდნენ და მათი გაშველება მამაკაც დეპუტატებსაც კი გაუჭირდათ.

მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გადასახადების შესახებ კანონის გამო შეკამათდნენ. აღნიშნული კანონი საფონდო ბირჟებზე დადებული გარიგებების დაბეგვრას ითვალისწინებს და არამარტო ოპოზიციის, არამედ ტაივანის საქმიანი წრეების და ბროკერების უკმაყოფილებასაც იწვევს.