loader

თავდამსხმელმა ახალგაზრდა ქალი 1 წლის შვილის თვალწინ სასტიკად სცემა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თავდამსხმელმა ახალგაზრდა ქალი 1 წლის შვილის თვალწინ სასტიკად სცემა

ნიუ ჯერსიში, სახლში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ სასტიკი ფაქტი დააფიქსირა. აფროამერიკელი მამაკაცი სახლში შეიჭრა და დიასახლისი, რომელიც ერთი წლის ქალიშვილთან ერთად ტელევიზორს უყურებდა, სასტიკად სცემა.

ახალგაზრდა ქალის ვინაობა არ სახელდება, თუმცა მან პოლიციას თავად მისცა უფლება, შოკისმომგვრელი ვიდეო გაევრცელებინათ, რათა თავდამსხმელის იდენტიფიცირება მოხდეს. 1,80 სანტიმეტრი სიმაღლის მამაკაცმა 1 წლის შვილის თვალწინ უმოწყალოდ სცემა უსუსური ქალი, შემდეგ სარდაფში ჩაკეტა, სახლი გაძარცვა და მიიმალა.