"სინდისი არ გაქვს, ცოტნე?" - გამსახურდიას კომენტარმა რადიომსმენელი გააღიზიანა
ტელე-რადიო გადაცემა "აქ და ახლას" ეთერში ცოტნე გამსახურდიამ წამებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების შესახებ ისაუბრა. გამსახურდიამ მისი სასჯელაღსრულების სისტემაში ყოფნის პერიოდიც გაიხსენა: "ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან და 440 ლარისთვის არ არსებობდა ისეთი რამ, რასაც საშუალოსტატისტიკური ქართველი არ გააკეთებდა. მათი ტიპური ხუთი გასასამართლებელი საბუთი შემიძლია გითხრათ: რა ვქნა, მე ოჯახი მყავს; რა ვქნა, მე პატარა კაცი ვარ; რა ვქნა, დამავალეს; ღმერთი მაპატიებს; ეშმაკმა მაცდუნა.
ამ კომენტარმა რადიომსმენელის გაღიზიანება გამოიწვია, რომელმაც პირდაპირ ეთერში დარეკა და ცოტნე გამსახურდიას მოუწოდა, სიფრთხილით მოეკიდოს "ჩვეულებრივი სტატისტიკური ქართველების" ხსენებას, იმ ადამიანების, ვინც "გამსახურდიას ფაშიზმის", 7 ნოემბრისა და 26 მაისის დროს სამშობლოს სადარაჯოზე იდგნენ და 450 ლარზე არ გაყიდულან.
იხილეთ გადაცემა "აქ და ახლა" სრულად