ცნობილი რუსი მსახიობი დათვრა და შიშველმა ისეირნა
ცნობილი რუსი მსახიობი ალექსეი პანინი სკანდალში გაეხვა. კურორტზე დასვენებისას, სასტუმრო Туапсе-ს რესტორანში ვისკის ზედმეტი დოზა მოუვიდა და ირგვლივ ყველაფერი დალეწა, თუმცა მისი "თავგადასავალი" აქ არ დასრულებულა.
ტელეკომპანია НТВ-ს ექსკლუზიურ კადრებში ჩანს პანინი, რომელიც სასტუმროს წინ, ქუჩაში სრულიად შიშველი დგას. ახალგაზრდა მსახიობს ხელში პირსახოცი უჭირავს, თუმცა სიშიშვლის დაფარვა არც უფიქრია. ტელეკომპანიის ინფორმაციით, პანინმა ასეთ მდგომარეობაში რამდენიმე წუთის მანძილზე ისეირნა. როგორც გაირკვა, მსახიობის უცნაური ქცევა უკავშირდებოდა გოგონას, რომელთან ერთადაც მან ღამე გაატარა. დილით ქალმა სკანდალურად ცნობილი ვარსკვლავის მიტოვება გადაწყვიტა, რაზეც პანინი განრისხდა და დებოში მოაწყო.