loader

აშშ-ში ათეიზმის ძეგლი დადგეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აშშ-ში ათეიზმის ძეგლი დადგეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ათეიზმის ძეგლი დადგეს. სკამის ფორმის მონუმენტი ფლორიდის შტატში, ქალაქ სტარკში გაიხსნა. ორგანიზაცია "ამერიკელმა ათეისტებმა" სასამართლოს ათი მცნების ძეგლის აღების მოთხოვნით მიმართა. სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, თუმცა მათ უფლება მისცა, ათეიზმის ძეგლი დაედგათ. ახლა ორივე ძეგლი სასამართლოს წინ, ერთმანეთის მეზობლად დგას.

"ათეიზმი რეალურია, ფიზიკური და არა სულიერი. ამიტომაც გადავწყვიტეთ, ძეგლს ჰქონოდა სკამის ფორმა და ყოფილიყო ფუნქციონალური" - ამბობს დევიდ სილვერმანი, "ამერიკელი ათეისტების" პრეზიდენტი.